სახლის შესახებ

იწყება კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის შენება

სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჩვენი დახმარება სჭირდება!

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნვის შვიდი წლის გამოცდილებამ აშკარად დაგვანახა სარეაბილიტაციო სახლის სასიცოცხლო აუცილებლობა. სახლისა, სადაც საშუალება გვექნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩავუტაროთ ბავშვებს.

ჩვენი მიზანია კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის სრული ინფრასტრუქტურით შექმნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. შემოგვიერთდი, იზრუნე ბავშვებზე, ისინი ჩვენი მომავალია!

ნახე ვიდეო

ფოტო გალერია

მეგობრები ჩვენზე

ფონდი ზრუნავს 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე
გვესტუმრეთ სახლში ან დაგვიკავშირდით 591 818 813
ჩვენი ფონდი ერთადერთია, სადაც სიმსივნით დაავადებული რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები უსასყიდლოდ ცხოვრობენ, ყველა სიმსივნით დაავადებული ბავშვი იღებს სრულ სარეაბილიტაციო მომსახურეობას
კამპანიის მიზანია კავკასიასი პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის აშენება საქართველოში
სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა იყოს მორგებული სიმსივნით დაავადებულ ბავშვზე, უნდა იყოს სრული ინფრასტრუქტურით, აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს
გაეცანით ჩვენს საქმიანობას, მობრძანდით, მოეფერეთ ჩვენს შვილობილებს, თქვენი შესაძლებლობის მიხედვით მატერიალურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად გაგვაძლიერეთ.
რა თქმა უნდა შეუძლიათ! ჩვენ გვაქვს გახსნილი ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში.
დიაგნოზის დასმისთანავე, დიდი ნაწილი ექიმებისა რაიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს ჩვენთან ამისამართებს. ნაწილი მშობლებისა მედიასივრციდან თუ სოციალური ქსელებიდან იგებენ ჩვენს შესახებ და გვიკავშირდებიან.

შემოგვიერთდი!
ერთად ავაშენოთ ბედნიერი სახლი.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ monkandrew.fund@gmail.com
ან დაგვირეკეთ 591 818 813