ჩვენი ამბები

ახალი მემორანდუმი: „კამპანია 131“ სამედიცინო ქსელ “ჯეო ჰოსპიტალსთან” გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს!

„კამპანია 131“-ის გუნდი სიხარულით აცხადებს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ჰოსპიტალური ქსელ “ჯეო ჰოსპიტალსთან”. ჯეო ჰოსპიტალსი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი მძლავრი სამედიცინო ქსელია, რომელიც 25-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს თბილისსა და 5 რეგიონში და მოსახლეობას მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს.

“ჯეო ჰოსპიტალსი” ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი გახდა და მხარს დაუჭერს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ინიციატივით დაწყებულ „კამპანია 131“-ს. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიის მენეჯმენტი გამოვიდა შესანიშნავი ინიციატივით: თანამშრომლების მიერ გადმორიცხულ თანხას, კომპანია იგივე ოდენობის თანხას დაამატებს, რაც ამ დახმარებას ორმაგად გაზრდის!
ეს სტრატეგიული ჩართულობა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობით შესაძლებელია ონკოპაციენტ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მკურნალობისა და რეაბილიტაციის რთული გზა შეუმსუბუქდეს.

ჩვენ მადლობას ვუხდით “ჯეო ჰოსპიტალსს” ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა უამრავ ბავშვს დაუბრუნებს სიცოცხლის ხალისსა და ჯანმრთელობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *