სიცოხლის ფესტივალი 2026

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ბერი ანდრიას ფონდი, უკვე მეცამეტედ, „სიცოცხლის ფესტივალით“  უერთდება საერთაშორისო კამპანიას “ოქროს სექტემბერი.”

გახდი ჩემი ხმა სექტემბერში! – ფესტივალის წლევანდელი გზავნილია.

12  სექტემბერს,  მთაწმინდის პარკში „სიცოცხლის ფესტივალის“  მთავარი ღონისძიება ჩატარდა. ბავშვთა გასართობ პროგრამასთან ერთად, გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა –  გაყიდვა. დღის ბოლოს კი ქალაქის თავზე ამონათდა ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ოქროსფერი სიმბოლო.

ფონდმა 800-ზე მეტ კიბოთი დაავადებულ ბავშვზე და ოჯახზე იზრუნა 15 წლის მანძილზე. ამ ამ დროისთვის ფონდი 44 კიბოთი დაავადებულ ბავშვზე აგრძელებს ზრუნვას. ფონდის „ბედნიერი სახლში“ სასტუმრო სახლი, სადაც 14 სასტუმრო ოთახია,  სულ მცირე 28 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი შვილობილები,  მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ ფონდის კეთილმოწყობილ სივრცეში .  „ბედნიერ სახლში,“ უანგაროდ ცხოვრების გარდა, ფონდი უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, აუცილებელი კვლევების დროულ ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში კვლევების და მედიკამენტების დაფინანსებას.

 

სიცოცხლის ფესტივალი 2025

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. მთელს მსოფლიოში ეწყობა ფესტივალები, ბავშვების მხარდასაჭერად.

2014 წლიდან საქართველოში სიცოცხლის ფესტივალის ორგანიზატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია.
ფესტივალის ფარგლებში, ვცდილობთ ცნობიერება ავამაღლოთ, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების ტკივილი, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს დავეხმაროთ გაცნობიერებაში, რომ ამ ბავშვებს, მოზარდებს და მათ ოჯახის წევრებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ამავდროულად, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა ნეგატიური ფონი უკან დავტოვოთ და ადამიანებს დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამჯერად „სიცოცხლის ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციისა და ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა „მხიარული სტარტები“.
ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით სპორტის სამინისტროს, ქალბატონ ინგა თოფურიას, ასევე ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებს: „ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი“, „ავერსი“, სამშენებლო კომპანია „ურბან იქსი“, კერძო სკოლა „ივერია“ და „იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქველმოქმედების ხელშეწყობას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შვილებთან ერთად გუნდურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

სიცოცხლის ფესტივალი 2024

სექტემბერი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ღონისძიებას „სიცოცხლის ფესტივალი 2024“, რომელიც ფონდის ორგანიზებით მე-10 ტარდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყო.

17 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში „ამბები სიკეთეზე“ ნიკოლოზ წულუკიძის სპეციალური პროექტით დავიწყეთ.
პროექტში მონაწილეობენ:

  • ნიკა წულუკიძე;
  • ნიკა ნიკვაშვილი;
  • ეკა მამალაძე;
  • თამარ გვერდწითელი;
  • სოფო ხალვაში;
  • მურმან ჯინორია;

21-22 სექტემბერს კი ჩვენს ერთგულ სპონსორებთან ერთად კაჭრეთის „ამბასადორს“ ვესტუმრეთ გასვლითი ტურით.