ჩვენი ამბები

მხარდაჭერის მასშტაბური გაფართოება: „კამპანია 131“ მემორანდუმებს წამყვან სავაჭრო და სააფთიაქო ქსელებთან აფორმებს!

„კამპანია 131“-ის გუნდი სიამაყით აცხადებს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას საქართველოს წამყვან კომპანიებთან, რითაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა მცირეწლოვანი ონკოპაციენტების მიმართ.
ჩვენი ახალი პარტნიორები, რომლებიც „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინიციატივით დაწყებულ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს შემოუერთდნენ, არიან:

• სუპერმარკეტების ქსელები: გუდვილი, ნიკორა, კარფური.
• სააფთიაქო ქსელები: ავერსი ფარმა, ფარმ სახლი, სერვიე ჯორჯია, მემრისი.

ეს ფართო სტრატეგიული თანამშრომლობა ხაზს უსვამს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას სხვადასხვა სექტორში. წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა ჩვენს ბენეფიციარებს უზრუნველყოფს კრიტიკულ რესურსებზე, მკურნალობის სრულ დაფინანსებასა და აუცილებელ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობით. ეს პარტნიორობები გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვუპასუხოთ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების მრავალფეროვან გამოწვევებს.

უსაზღვროდ მადლიერები ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ, რომელთაც აიღეს პასუხისმგებლობა, გააუმჯობესონ ჩვენი პატარა გმირების ჯანმრთელობა და ცხოვრების

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *