„ბედნიერი სახლი“ ბერი ანდრიას ფონდის პროექტია, რომელიც წარმოდგენილია კეთილმოწყობილი სივრცის სახით, სადაც ფონდის შვილობილები ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში.

„ბედნიერი სახლის“ – არსებობის იდეა ფონდის ოფიციალურად დაარსებამდე ონკოცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად გაჩნდა, რომელიც განხორციელდა ნაქირავებ კერძო სახლში, სადაც ბერი ანდრიას დედა და მამა მასპინძლობდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფონდის შვილობილებს და მათი ოჯახის წევრებს. დროთა განმავლობაში გაჩნდა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელების საჭიროება.

ფონდს 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა სასტუმრო-სახლის ასაშენებლად.
„ბედნიეირ სახლის“ მშენებლობა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა შემოწირულობებით შეძლო და 2019 წელს დაასრულა.

„ბედნიერი სახლი“ 2021 წლიდან ახალ სივრცეში ფუნქციონირებს. ოფიციალურად კი 2025 წლის სექტემბერში გაიხსნა.

„ბედნიერი სახლის“ სივრცეში განთავსებულია 14 სასტუმრო ოთახი, სასადილო და სამზარეულო, ბავშვთა გასართობი სივრცე, სპორტული ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამლოცველო, ტრენინგ ცენტრი, ფონდის დასის საგრიმიორო ოთახი და საკონფერენციო დარბაზი.

2025 წლის განმავლობაში „ბენდიერმა სახლმა“ 396 ადამიანს უმასპინძლა. „ბედნიერ სახლში“ ერთდროულად 28 ადანიაბის მასპინძლობაა შესაძლებელი.