თანამშრომლობა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან

2025 წლიდან „კამპანია 131“ ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს  განსაკუთრებულ თანამშრომლობას სთავაზობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი თითოეულ კომპანიასა და ორგანიზაციას წარუდგენს მარკეტინგულ სტრატეგიას, რაც გულისხმობს კამპანიაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფინანსურ მონაწილეობას.

პარტნიორი კომპანიები ნებაყოფლობით ჩართავენ თავიანთ თანამშრომლებს კამპანიაში და თითოეული მათგანი ყოველთვიურად 1 ლარს ჩარიცხავს ფონდის ანგარიშზე.