„მდუმარე ფრონტი“: ცამეტი ქალი. ცამეტი ისტორია. ერთი შეუდრეკელი ძალა.
გასულ კვირას გაიმართა გამორჩეული წიგნის, „მდუმარე ფრონტის“, პრეზენტაცია. ეს არის დოკუმენტურ ისტორიათა კრებული, რომელიც ქალების სიძლიერეს, ღირსებასა და სიმამაცეს ეძღვნება. წიგნის სახელწოდებაც და შინაარსიც თავისთავად მეტყველია: „ცამეტი ქალი. ცამეტი ისტორია. ერთი შეუდრეკელი ძალა“.
ეს წიგნი Modern Women for Empowerment-სა და საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „გულანის“ კოლაბორაციით შეიქმნა. ის უნიკალურია იმითაც, რომ ქართულთან ერთად, ერთდროულად ორ ენაზე – ინგლისურად და გერმანულად ითარგმნა.
„მდუმარე ფრონტის“ ფურცლებზე გაცოცხლდა ცამეტი განსხვავებული ქალის ბედისწერა, გმირობა და უხმო ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიებითა და ემოციური ამბებით არაფერი აკავშირებთ, მათ აქვთ ერთი საერთო, რაც მათ გზებს აერთიანებს: ყველა მათგანი აფხაზეთიდანაა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ტკივილს ატარებს, რომელიც ომის, დანაკარგის, იძულებითი გადაადგილების, უსამართლობისა და გულისტკივილის შედეგია. თუმცა, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ მათ – ყველა მათგანმა უარი თქვა ბედთან შეგუებაზე და დაიწყო საკუთარი „მდუმარე ფრონტი“.
აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში შევიდა მამა ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მილედი ჩხვიმიანის თინათინი ბერი ანდრიას დედა-ის ისტორიაც.
ეს წიგნი არის იმის დასტური, რომ ქალის სულიერი სიმტკიცე შეუძლებელია დაირღვეს.