სემინარი „პედიატრიული ონკოლოგია, მკურნალობის უახლესი მეთოდები და საერთაშორისო გამოცდილება

ბერი ანდრიას ფონდი „ბედნიერ სახლში“ კლინიკა Medicana-ს ორგანიზებულ სემინარს მასპინძლობდა. პროფესორმა თეზერ ქუთლუქმა ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო დამსწრე ექიმებს.

მედიცინის დოქტორი თეზერ ქუთლუქი – მსოფლიოში აღიარებული პედიატრ-ონკოლოგია, რომელსაც ბავშვთა კიბოს დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

სემინარის შემდეგ მოწვეულმა ექიმმა ქართველი ბავშვები და მათი მშობლები მიიღო კონსულტაციაზე.

ბერი ანდრიას ფონდი და მისი ტრენინგ ცენტრი MATC • ემეითისი მზად არის მსგავსი შესაძლებლობის არაერთხელ ორგანიზებისთვის.

მადლობას ვუხდით სემინარის ორგანიზატორებს და სტუმრებს ღობისძიებაში მონაწილეობისთვის.