ბერი ანდრიას ფონდის „ბედნიერ სახლში“ ტრადიციულად აღვნიშნეთ კალანდობა ჩვენს შვილობილებთან, მშობლებთან და ფონდის მეგობრებთან ერთად.
ყოველ წელს ვცდილობთ კალანდობა განსაკუთრებულ მოგონებად ვაქციოთ, იმედი გვაქვს წელსაც გამოგვივიდა.
მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რომ დაგვეხმარნენ საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გამხდარიყო.
მადლობა, „ასორტს“ – ზღაპრული, სადღესასწაულო ტორტისთვის;
ისი პარის, ფარმსახლს, ივროშეს, ფარმადეპოს – შესანიშნავი საჩუქრებისთვის;
ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს – არაჩვეულებრივი ფოტო და ვიდეო ისტორიისთვის;
სასტუმრო გორი ინნ-ს ჩვენი კონკურსის მონაწილეების განსაკუთრებულად დაჯილდოვებისთვის;
განსაკუთრებული მადლობა ბატონ ზაზა აღლაძეს, რომელიც ტრადიციულად ჩვენი ყველა ღონისძიების რეჟისორია.