
ბერი ანდრიას ფონდი
„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდია, რომელიც 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. ფონდის დახმარება მოიცავს ყველაფერს, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ფონდის დახმარება მოიცავს ყველაფერს, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ეს გულისხმობს დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებასა და მომზადებას, საჭირო კვლევების დროულად ჩატარების ორგანიზებას, რიგ შემთხვევებში კი დაფინანსებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ფონდი ფუნქციონირებს შემოწირულობებით, სხვადასხვა აქციებითა და აქტივობებით შემოსული თანხებით.
მისია და ხედვა
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდია, რომელიც 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნავს. ფონდის დახმარება მოიცავს ყველაფერს, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. რაც გულისხმობს დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებასა და მომზადებას, საჭირო კვლევების დროულად ჩატარების ორგანიზებას, რიგ შემთხვევებში კი დაფინანსებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ღირებულებები
ფონდი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში ჩართული პირების ინტერესებით და საქმიანობს ღირებულებებით, რომელიც ემსახურება შვილობილების უკეთესი მომავლის უზრუნველუოფას.
სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების, სამოქმედო გეგმებს, რომელიც ისევ და ისევ მიზნად ისახავს ფონდის ფინანსურ სიძლიერეს.
ფონდი ფუნქციონირებს შემოწირულობებით, სხვადასხვა კამპანიებიდან და აქტივობებიდან შემოსული თანხებით.