ჩვენი ამბები

ბერი ანდრიას ფონდი 15 წლისაა

2026 წლის 28 ივლისს, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის „ბედნიერ სახლში“ გაიმართა ფონდის 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიებას  საქართველოს საპატრიარქოს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ფონდის მეგობრები დაესწრნენ.

ღონისძიების პირველ ნაწილში სტუმრების წინაშე  წარსდგენენ ფონდის შვილობილები მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველის“ მიხედვით შედგენილი სპექტაკლით,  რეჟისორ ზაზა აღლაძის ხელმძღვანელობით. სპექტაკლში გამოყენებულია ამონარიდები ბერი ანდრიას ყრმობისდროინდელი ჩანახატების კრებულიდან „სიკეთის საგალობელი“.

ღონისძიების მეორე ნაწილი ქალაქური სიმღერების საიუბილეო საღამოთი და გალა ვახშამით გაგრძელდა.

28 ივლისი ბერი ანდრიას გარდაცვალების დღეა. ბერი ანდრიას ფონდი ოფიციალურად, 15 წლის წინ, ბერი ანდრიას ანდერძით დაარსდა. ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე, ბერი ანდრია (ნუგზარ მილორავა), ოჯახის წევრებთან ერთად, ზრუნავდა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე. ბერი ანდრიას ანდერძის აღსრულება გრძელდება, ფონდი დღემდე 800-მდე ბავშვს დაეხმარა.