მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უერთდება „კამპანია 131-ს“
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „სიცოცხლის ფესტივალი 2026“-ის ფარგლებში უერთდება ბერი ანდრიას სახელობის საქველმომედო ფონდის „კამპანია 131-ს“.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს და ბერი ანდრიას სახელობის საქველმომედო ფონდს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ფონდის მიერ ინიცირებული „კამპანია 131“-ის ფარგლებში ცენტრის თანამშრომელთა ნებაყოფლობით ჩართულობას ყოველი თვის 13 რიცხვში ფონდის საქველმოქმედო ანგარიშზე 1 ლარის გადარიცხვით .
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ფონდის ერთგულ მეგობარს, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამთა დემურიშვილს არსებული ინიციატივისთვის და განსაკუთრებული თანადგომისთვის, რომელიც ფონდის დაარსებიდან იწყება.
მოხარული ვართ, რომ ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია, კომპანია თუ ფიზიკური პირი უერთდება ფონდის „კამპანიას 131“, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ადამიანის მცირედით გაერთიანებას კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.