„სიცოცხლის ფესტივალი 2026“ ფარგლებში სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსა“ და „ბერი ანდრიას ფონდს“ შორის კამპანია 131-ის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„აღსრულების ეროვნული ბიურო“ პირველი სსიპ სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის კამპანია 131-ს უერთდება.
ფონდის დამფუძნებელმა, ბერი ანდრიას დედამ სტუმრებს ფონდის ისტორია და საქმიანობა გააცნო.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ლაშა მოძღვრიშვილის განცხადებით:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია უპირველესყოვლისა ბავშვებისთვის. დარწმუნებული ვარ თითოეული ადამიანი ვინც დღეს აქ არის დაბრუნდება აღმატებული გრძნობით. საერთო სურვილია რომ მთელი სამსახური ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ გვერგო პატივი, რომ ამ ღვთისნიერ საქმეში მივიღოთ მონაწილეობა. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდეს ფონდის კამპანიას“