ჩვენი ამბები

ბედნიერ სახლში ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე გვესტუმრა

ბერი ანდრიას ფონდის „ბედნიერ სახლში“, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე გვესტუმრა.
მადლობას ვუხდით საბას სტუმრობისთვის, საჩუქრებისთვის და მხარდაჭერისთვის💛
გვიხარია, რომ საბა ჩვენი ფონდის მხარდამჭერი გახდა. მთელი გულით, შვილობილებთან ერთად ვგულშემატკივრობთ მას და უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ არა მარტო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც💛