ჩვენი ამბები

ფონდის კეთილი ნების ელჩი ზურიკო დავითაშვილი გვესტუმრა

ბერი  ანდრიას  ფონდის  „ბედნიერ სახლში“,  ფონდის კეთილი ნების ელჩი, საქართველოს  ეროვნული  ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“  შემტევი ნახევარმცველი,  ფეხბურთელი,  ზურიკო დავითაშვილი,  მეუღლესთან მია  გზირიშვილთან  ერთად  გვეწვია.
ზურიკოს სტუმრობა  განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ფონდის შვილობილებისათვის.
ფეხბურთელი ჩვენი ფონდის და მისი შვილობილების დიდი გულშემატკივარია. ჩვენც მთელი გულით ვქომაგობთ მას და წარმატებას ვუსურვებთ.

მადლობას ვუხდით საჩუქრებისთვის და ბავშვების გაბედნიერებისთვის.

ბედნიერ სახლში მას ყოველთვის სიხარულით ველით.