გრძელვადიანი პარტნიორობა: სამშენებლო კომპანია „ნოვა“ „კამპანია 131“-ის გვერდით!

„კამპანია 131“ უდიდესი მადლიერებით აგრძელებს თანამშრომლობას ჩვენს ერთგულ პარტნიორთან — სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „ნოვა“-სთან. ნოვა არის ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო სექტორში საქართველოში და უკვე დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი კამპანიის მხარდაჭერაში.
ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. „ნოვა“-ს ჩართულობა გვეხმარება, ვიყოთ კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდი, რომელიც 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს. მათი მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მარიამის (და სხვა ბენეფიციარების) მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული კურსის დაფინანსება. ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი პატარების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.