ჩვენი ამბები

მემორანდუმი – საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან „სპორტი ყველასათვის“

„ბერი ანდრიას ფონდსა“ და საქართველოს ეროვნულ ფედერაციას „სპორტი ყველასათვის“  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ფედერაციის მიზანია სპორტული ღონისძიებებისა და საქველმოქმედო ინიციატივების გზით, ფინანსური დახმარება გაუწიოს ფონდს და მის შვილობილებს.
საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ქვეყნის მასშტაბით მუდმივად გეგმავს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს.
მოხარული ვართ, რომ დავმეგობრდით და იმედი გვაქვს ჩვენი მეგობრობა მისაბაძი იქნება სხვა სპორტული ფედერციებისთვისაც.