ჩვენი ამბები

საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ფონდში გვესტუმრა

ბერი ანდრიას ფონდში შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოჯახის წევრებთან ერთად გვეწვია.
ფონდის სტუმრებს ტრადიციულად გავაცანით ფონდის ისტორია და „ბედნიერი სახლიც“ დავათველიერებინეთ.

ჩვენი შვილობილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადებითი ემოციები, რომლებსაც აგროვებენ „ბედნიერ სახლში“.

გურამის სტუმრობა არ ყოფილა დაგეგმილი, ის მოულოდნელად გვესტუმრა, რამაც ფონდის შვილობილები გააბედნიერა.
ბერი ანდრიას ფონდში ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ფონდის და მისი შვილობილების გულშემატკივრები არიან. მსგავსი შეხვედრები და  საკუთარი თვალით დანახული „ბედნიერი სახლის“  მისია მათ კიდევ უფრო დადებითად განაწყობს ჩვენი ფონდის მიმართ.
გვიხარია, რომ გურამი უერთდება კამპანიას „131“. მადლობას ვუხდით მას  და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ.