ჩვენი ამბები

ბავშვთა დაცვის დღე ბერი ანდრიას ფონდში

ბერი ანდრიას ფონდის „ბედნიერ სახლში“ ბავშვთა დაცვის დღე მეგობრებთან ერთად ავღნიშნეთ.
ფონდის შვილობილებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები და სასიამოვნო სიურპრიზები დაიგეგმა, რამაც მათ ერთი დღით დაავიწყა ავადმყოფობა!
ღონისძიების ბოლოს, ჩვენი მეგობარი კომპანიის, „ნოვას“ გამოგზვანილი საჩუქრები გადავეცით ბავშვებს.
ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განწყობა, დადებითი ემოციები და მხიარული დღეები.
ბრძოლის უნარის, სიმტკიცის, სიცოცხლის სიყვარულის, ბედნიერების შესანარჩუნებლად აუცილებელია ამ გამორჩეული ბავშვების გახალისება – ამ დადებითი ემოციებით აღსავსე დღემ ეს კიდევ ერთხელ აშკარად დაგვანახა!
ბერი ანდრიას ფონდი მადლობას უხდის ყველა მეგობარს და მხარდამჭერს, ვინც ამ დღის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 💛