ჩვენი ამბები

სამედიცინო კონფერენცია ზემო სვანეთში

ბერი ანდრიას ფონდიორგანიზებით, 25-27 ივნისს ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა.
   Medical Park Hospitals-ის ექიმებმა მესტიის ამბულატორიული გაერთიანების თანამშრომლებს საკუთარი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარებას.
   განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწვეული პროფესორების კეთილი ნება — კონფერენციის დასრულების შემდეგ მათ გამოთქვეს სურვილი და ადგილობრივ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს.
    მადლობას ვუხდით მესტიის მუნიციპალიტეტის ამბოლატორიული გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ თეა ცინდელიანს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივ კურატორს სოციალურ და კულტურულ საკითხებში ბატონ ლევან კიკვიძეს.
მადლობა მესტიის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს საოცარი შთაბეჭდილებებისთვის, სასტუმრო „მესტია ინნს“, რეტორან „სანსეტს“, კაფე „ლილეს“ მასპინძლობისთვის და ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას მხარდაჭერისთის.
     მოხარული ვართ, რომ ჩვენმა ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განახორციელა.